რატომ არ უნდა გაიპარსოთ ინტიმური ადგილები

 

ქალის სექსუალურობა არ არის თანდაყოლილი რაიმე ნიჭი, ეს არის რაღაც მოხელთება, რომელიც ძალზედ მარტივია. რადგანაც თანდაყოლილი ნიჭი არ არის, ის ყველა ქალს გააჩნია, უბრალოდ ბევრმა ჩვენგანმა არ იცის მისი სწორად გამოყენება. თუმცა რაც არ უნდა სექსულაურად და მიმზიდველად გამოიყურებოდეს ქალი, პირველ რიგში ყურადღება მაინც მის ჰიგიენას ექცევა. ერთ–ერთი ძირითადი ფაქტორი კი გლუვი კანია– ფეხებსა და სხეულის სხვა ნაწილებზე. მანამ, სანამ სტატიის უმთავრეს თემაზე გადავიდოდე, მოკლედ გამცნობთ თუ საიდან იღებს სათავეს ქალის ფეხისა და სხვა ნაწილების გაპარსვის ტრადიცია.

ქალის ფეხის გაპარსვის ტრადიცია მეორე მსოფლიო ომის დროს დამკვიდრდა, თუმცა ის არ იყო მიმართული ჰიგიენური მიზნებისკენ. ომის დროს თითქმის შეწყდა ნეილონის წინდების (კოლგოტი) წარმოება, რადგან მთელი ნაწარმი მიდიოდა სამხედრო მიზნებისთვის, კერძოდ კი პარაშუტის წარმოებაში, წინდების გარეშე სიარული კი იმ დროს უხამსობა იყო. ქალებმა ამ სიტუაციიდანაც მონახეს თავის დასაღწევი გზა და დაიწყეს ფეხის გაპარსვა. ჯერ მოიცილებდნენ თმას, შემდეგ კი “კოლგოტის” იმიტაციის სიმულირებას ახდენდნენ თვალის ფანქრებით, ტონალური კრემითა და სხვა რბილი პარფიუმერული ნაწარმით. ქალებს სპეციალური, ფეხის გაპარსვის მომსახურებას სთავაზობდნენ ასევე სხვადასხვა სილამაზის სალონებიც. ომი დამთავრდა, ნეილონის წინდების წარმოებაც დაუბრუნდა ჩვეულ რითმს, თუმცა ფეხის გაპარსვის ტრადიცია კი უცვლელი დარჩა დღემდე. მას მოყვა იღლიიდან და შემდეგ ინტიმური ადგილებიდან თმის მოცილებაც, თუმცა აღმოჩნდა, რომ ინტიმური ადგილებიდან თმის მოცილება არ შეიძლება.

რატომ უნდა ვთვქათ უარი ინტიმური ადგილების გაპარსვაზე?
ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ჩვეულებრივი და მარტივი პროცედურა, რომელსაც პლანეტის ქალების უმეტესი მათგანი მიმართავს, სინამდვილეში ბევრ რისკსა და გვერდით მოვლენებთანაა დაკავშირებული. ამერიკული ჟურნალი “Obstetrics and Gynecology” (მეანობა და გინეკოლოგია) აქვეყნებს ამ საკითხში მთავარი მკვლევარის Andrea de Mari–ს კვლევის შედეგებს. “ინტიმურ ადგილებში რასაც დღეს ბიკინის არეს უწოდებენ, ქალებს აქვთ ძალიან ნაზი და მგრძნობიარე კანი, რომელიც გაპარსვის შემდეგ ღიზიანდება და ქავილს იწვევს. ასევე, იქ ოფლის გამომყოფი ჯირკვლებია, რაც ნიშნავს, რომ იდეალურ ტერიტორიას წარმოადგენს ბაქტერიების ზრდისათვის. ბუნებრივია, რომ თუ გაიჭრით ან გაიღიზიანებთ კანს გაპარსვის შემდეგ, განვითარდება ინფექცია. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ინტიმურ ადგილებში თმის არსებობა ერთგვარი ბარიერია ინტიმური გზით გადამდები დაავადებებისთვის”.

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*