ინცესტი !!! კახეთში 14 წლის გოგო საკუთარმა ძმამ გააუპატიურა

არასრულწლოვანი 8 თვის ორსულია, ის ბავშვს ასევე არასრულწლოვანი ძმისგან ელოდება. ეს შემზარავი ფაქტი აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთ სოფელში მოხდა. არასრულწლოვან და-ძმას შორის სქესობრივი ურთიერთობა დამყარდა.
როგორც გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბარში ოჯახის ახლობლები ყვებიან, ინცესტის შედეგად გოგონა დაორსულდა.
„მთელი სოფელი შოკში ვართ. გოგო ორსულობას დიდხანს მალავდა, ყოველ შემთხვევაში, ცდილობდა. ახლახან გავიგეთ, რომ უკვე 8 თვის ორსული ყოფილა. გინეკოლოგთან ჰყავდათ, თავიდან ნაყოფის მოცილება სურდა ოჯახს, მაგრამ 8 თვის ნაყოფი უკვე ჩამოყალიბებულია და ხელს ვინ მოჰკიდებდა. სიმართლე გითხრათ, ბავშვები მეცოდებიან, არასწორი აღზრდისა და უყურადღებობის შედეგია ეს ყველაფერი. როგორ გამოეპარათ მშობლებს მსგავსი რამ. ან ის ბავშვი რომ დაიბადება, როგორ იქნება, რა მომავალი აქვთ საერთოდ. წარმოუდგენელი რამაა. ბავშვს დღე-დღეზე გააჩენს“, – ყვება ერთ-ერთი მეზობელი.
როგორც გამოცემა წერს, არასრულწლოვან და-ძმას შორის სქესობრივ ურთიერთობას სისტემატური ხასიათი ჰქონდა, თუმცა ბოლო დრომდე ოჯახს რაიმე საეჭვო არ შეუმჩნევია.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ შსს-შიც დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, ოჯახური ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტზე არასრულწლოვანია დაკავებული. არასრულწლოვანს 5 თებერვალს სასამართლომ წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. მისი ორსული და კი სპეციალურ თავშესაფარში გადაიყვანეს.

ფოტოები იხილეთ სრულიად ნახვაში

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*