გაუწიეთ სტატიას რეკომენდაცია დააჭირეთ :

loading...

რამდენიმე სკოლაში, შესაძლოა, სწავლამ რამდენიმე კვირით გადაიწიოს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, რამდენიმე სკოლაში შესაძლოა სასწავლო პროცესის დაწყებამ რამდენიმე კვირით გადაიწიოს.

მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. მინისტრის ინფორმაციით, 600-მდე სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

“ძალიან მასშტაბური სამუშაოებია, უმეტეს შემთხვევებში ყველაფერი არის კარგად. ცალკეული შემთხვევები გვაქვს, მაგალითად ლამბალოში, სადაც მოგვიწევს გამოვიყენოთ კანონით გათვალისწინებული უფლება და სასწავლო პროცესი ორი კვირით გადავწიოთ. ასეთი არის მხოლოდ რამდენიმე სკოლა, შეიძლება სულ 3-4 სკოლაზე ვისაუბროთ”, – აღნიშნა ჯეჯელავამ.

loading...

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*